Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ვეფხისტყაოსნის" ლიტერატურული მარათონი"

     5 დეკემბერს მწერალთა სახლში ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ორგანიზებული ლიტერატურული საღამო „ვეფხისტყაოსნის" ლიტერატურული მარათონი ქართულ და გერმანულ ენებზე".

 

     საღამოს უძღვება პროფ. ალექსანდრე კარტოზია. „ვეფხისტყაოსნის" გერმანული თარგმანების შესახებ ისაუბრებს პროფ. მანანა თანდაშვილი. ნაწყვეტებს პოემიდან გერმანულ და ქართულ ენებზე წაიკითხავენ ფრანკფურტის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ლიტერატურული საღამო ტარდება გერმანიის საელჩოსა და „დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია − საქართველოს“ მხარდაჭერით.

 

ღონისძიების ჩატარების დრო: 19.00 სთ.

 

თარიღი: 2022 წლის 5 დეკემბერი

 

მისამართი: ივანე მაჩაბლის ქუჩა #13 (მწერალთა სახლი)

 

გთხოვთ გვეწვიოთ!